ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 12:49

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალური შედეგი აჩვენა. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ამირან პაპინაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ნუგზარ ტატალაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ადამ ოქრუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ზებედა რეხვიაშვილი ბრინჯაოს მედლის ფლბელი გახდა.

ამ შედეგით, საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა, რაც ეროვნული ნაკრების არსებობის მანძილზე საუკეთესო შედეგია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5