უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 12:40

მიმდინარე სასესიო კვირას უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. ამისთვის სულ მცირე 89 დეპუტატის ხმა არის საჭირო. ამ საკითხის განხილვასა და კენჭისყრას დეპუტატები ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვეტო საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოიყენა. საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს და საბჭოს მოქმედი წევრებისათვის უფლებამოსილეის ვადამდე შეწყვეტას გულისხმობს. ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილება ბრალდებულის იმ უფლების შეზღუდვას გულისხმობს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეხება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53