ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები წარმოადგინა

, 28 აპრილი, 2013 - 22:16

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2013 წლის 27 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა.

ნაძალადევის #9, ბაღდათის #52 და სამტრედიის #54 ოლქების 177 უბნის ყველა მონაცემი დათვლილია. საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს მიღებული შედეგების შესახებ დეტალურად გააცნო ინფორმაცია.

28 აპრილის მდგომარეობით მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

#9 ნაძალადევის ოლქი

ნაძალადევის ოლქში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა - 39.5% საარჩევნო ბლოკ ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების” კანდიდატმა თამარ კორძაიამ მიიღო.

”კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო -ს” კანდიდატმა კახა კუკავამ - 17.3 %

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მირზა დავითაიამ - 15.1 %

დამოუკიდებელმა კანდიდატმა - იოსებ მანჯავიძემ - 12.9 %

დამოუკიდებელმა კანდიდატმა - ზვიად ჩიტიშვილმა - 11.5 %

”შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - გიორგი გუგავამ - 3.1%

დანარჩენმა კანდიდატებმა 1 % ზე ნაკლები ხმათა რაოდენობა დააგროვეს.

#52 ბაღდათის ოლქი

ბაღდათის ოლქში მონაწილეობდა 8 კანდიდატი, მათგან წინასწარი შედეგებით ხმების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მიიღო საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნების” კანდიდატმა პაატა კიკნაველიძემ - 61.9 %.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა - ვლადიმერ წიქორიძემ - 21.1%

დამოუკიდებელმა კანდიდატმა - ზურაბ მსხვილიძემ - 9.6 %

დამოუკიდებელმა კანდიდატმა - რომან რობაქიძემ - 6.6 %

დანარჩენმა კანდიდატებმა დააგროვეს 1 % ზე ნაკლები ხმათა რაოდენობა.

#54 სამტრედიის ოლქი

სამტრედიაში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდა 5 კანდიდატი, მათგან წინასწარი შედეგებით ხმების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მიიღო საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნების” კანდიდატმა - გიორგი კახიანმა - 80.9%.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა - ემზარ შუბლაძემ - 18.7 %

დანარჩენმა კანდიდატებმა დააგროვეს 1 % ზე ნაკლები ხმათა რაოდენობა.

ცესკოს ინფორმაციით, ყველა ინსტანციაში გასაჩივრების ვადების ამოწურვის შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაცია შეაჯამებს და გამოაცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53