დიდი ინტერესია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით - ირაკლი სესიაშვილი

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 11:56

"ძალიან დიდი ინტერესია საქართველოში და მთლიანად კავკასიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით",  - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, თბილისში მიმდინარე სემინარის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც აღნიშული სემინარების ჩატარება დაიწყო, მასში მონაწილეობის სურვილი უპრეცედენტო რაოდენობის დელეგატებმა გამოთქვეს.

ირაკლი სესიაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით გამართულ სემინარზე განსახილველ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

"ძალიან საინტერესო თემები იქნება განხილული ამ სამი დღის განმავლობაში. აქ არის საუბარი როგორც ქვეყანაში არჩევნების შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენეზე, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხო გარემოზე და გამოწვევებზე", - აღნიშნა სესიაშვილმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით "როუზ-როს"-ის რიგით 83-ე სემინარი დღეს გაიხსნა. სემინარის თემაა "სამხრეთ კავკასია: გეოპოლიტიკა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შიდა გამოწვევები".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59