სამოყვარულო წყვილთა რბოლის ჩემპიონატის პირველ ეტაპში გამარჯვებულები გამოვლინდა

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 11:41

რუსთავის ავტოდრომზე სამოყვარულო წყვილთა რბოლის ჩემპიონატის პირველ ეტაპში მონაწილე 80-მდე მრბოლელთა შორის წინა წამყვანი თვლების კლასი ზესტაფონიდან ჩამოსულმა ბესო კაპანაძემ არასპორტული მანქანით მოიგო.

უკანა წამყვანი თვლების კლასში პირველი მევლუდ მელაძე იყო. კვადრო-ს კლასში კი პირველ ადგილზე ვანო მძელური გავიდა. ყველა მონაწილე მანქანის მოსაგებად 12 ეტაპის განმავლობაში იბრძოლებს.

12 ეტაპის ჯამური ქულებით თითოეული კლასიდან 6 საუკეთესო ქულის მქონე მონაწილე გადადის სუპერფინალში. ამას დაემატება ლატარეაში გამარჯვებული 2 მონაწილე. ლატარიის გათამაშების დოლურაში თითოეული მონაწილის სახელი მოხვდება იმდენჯერ, რამდენ ეტაპზეც მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, დაიკავა თუ არა საპრიზო ადგილი თითოეულ კლასში. ყველა ეტაპზე კლასებში გამარჯვებულები ELF-ის ზეთებით დასაჩუქრდებიან.

სამივე BMW E46 თავის მფლობელს უკვე ელოდება და ავტოდრომზე თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული. რაც შეეხება ჩემპიონატის მონაწილეებს, მათი რეგისტრაცია ხორციელდება წინასწარ, ხოლო დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულმა პირებმა უნდა იხილონ საიტზე www.rim.ge

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45