29 აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 02:10

ვერძი - დღეს რაიმე სერიოზულს ნუ დაგეგმავთ. მიყევით ცხოვრების რიტმს და ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ყურადღებას უცხო ადამიანების მიმართ, მიხედეთ თქვენს ცხოვრებას. საქმეს დღეს განსაკუთრებით დიდი ყურადღებით მოეკიდეთ. წვრილმანებზე ნუ მოიშლით ნერვებს და ნუ დაკარგავთ დროს.

 

კურო - დღეს გექნებათ ისეთი შეგრძნება, რომ ტყუილად კარგავთ დროს და ასევე, დიდი რაოდენობით ხარჯავთ ფულს წვრილმანებში, თუმცა საჭიროა ყველაფერზე ყურადღების კონცენტრაცია. არ ღირს ილუზიებში წასვლა და რეალობას ნუ  მოწყდებით. 

ტყუპები - დღეს ძალიან დიდი შანსი გაქვთ  წარმატების მიღწევისა კარიერაში და ზოგადად სამსახურში. ამიტომ ნუ დაიშურებთ ენერგიას და დროს.

კირჩხიბი - დღეს შეიძლება გქონდეთ მოულოდნელი შეხვედრა,  რაც წარმატებას მოგიტანთ. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს და ზოგჯერ თუ გაითვალისწინებთ, ნამდვილად  არ იქნება ცუდი.

ლომი - დღეს იყავით მაქსიმალურად ფრთხილი გარშემომყოფების მიმართ. ეცადეთ, დაიცვათ ისინი და არ აწყენინოთ. ეს თქვენ თვითონ მოგგვრით სიამოვნებასა და კარგ განწყობას შეგიქმნით. სიმართლეს გაუსწორეთ თვალი.

ქალწული - დღეს ძალიან მალე განვითარდება სასურველი მოვლენები. მართალია, იქნება რაღაც წინააღდეგობები, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ეს ხელს ვერ შეგიშლით.

სასწორი - დღეს საკმაოდ წყნარი დღე გელდოებათ და თქვენც შინაგანად ძალიან მშვიდად იგრძნობთ თავს.

მორიელი - დღეს ნუ გაიმეორებთ ძველ შეცდომებს. ეცადეთ, არ იფიქროთ იმაზე, თუ რას იფიქრებს გარშემომყოფები. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

მშვილდოსანი - დღეს გარშემომყოფების მხრიდან ძალიან დიდ ყურადღებას იგრძნობთ. ნუ დაკომპლექსდებით, იყავით უფრო ლაღი.

თხის რქა - დღეს ძალიან კარგად მოუსმინეთ სხვებს, ეს დიდი წარმატებას მოგიტანთ.

მერწყული - დღეს ეცადეთ საქმეს მიხედოთ და თუ გიყვართ ბუნებაში დასვენება, სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია,  დღევანდელ დღეს თუ გამოიყენებთ საკუთარ თავზე მუშაობოსთვის.

თევზები - დღეს თქვენთვის ყველაზე მთავარი ამოცანა იქნება ის, თუ რა გსურთ რეალურად. ამიტომ ეცადეთ გაერკვიოთ ყველაფერში და დალაგდეთ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59