საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს უსაფრთხოების დოქტრინასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

, 28 აპრილი, 2013 - 23:06

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  საქართველოს უსაფრთხოების დოქტრინასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა; "თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ჩვენი უსაფრთხოების დოკუმენტში არავითარი ცვლილება არ შესულა, მით უმეტეს პრეზიდენტის გვერდის ავლით, რასაც მივესალმები. იმ სახით, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა, თქვა არ მომხდარა. ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ რუსეთი საფრთხეა და ეს განისაზღვრება იმით, თუ რას ჩავწერთ რომელიმე დოკუმენტში, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. რუსეთი საფრთხეა არა იმის გამო, ჩვენ ამას დოკუმენტში ჩავწერთ თუ არა, არამედ იმის გამო, რომ მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი; იმის გამო, რომ ის ჩვენი საზღვრების გარშემო და შიგნით მუდმივად აძლიერებს თავის ბაზებს და მუდმივად ემზადება საქართველოს წინააღმდეგ შემდგომი აგრესიისთვის; იმის გამო, რომ მისი ძირითადი პროგრამა საბჭოთა კავშირის აღდგენაა და მისთვის ფუნდამენტურად მიუღებელია საქართველოს დამოუკიდებლობა და არჩეული კურსი. სწორედ ეს არის განმაპირობებელი ფაქტორები და არა ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება.

დოკუმენტები ასახავს მხოლოდ იმას, რაც რეალურად ხდება. ამგვარად, თუ ჩვენ შევცვლით დოკუმენტებს, გაჩნდება რაღაც ვირტუალური ცვლილება და ვერ შევცვლით რეალობას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან რეალური, თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ და შევქმნათ ყოველგვარი უსაფრთხოების კონცეფცია. ამ მხრივ, ჯერჯერობით, არავითარი ცვლილება არ მომხდარა და ვერც მოხდება".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51