დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს

, 28 აპრილი, 2013 - 09:23

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია, დიდმარხვის მეექვსე კვირა, დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს ემთხვევა.

ბზობა ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან.

 სახარების თანახმად, იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტე იერუსალიმს გაემგზავრა. მაცხოვრის იერუსალმში შესვლისას უბრალო ადამიანებმა მას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მაცხოვარმა ზეთისხილის მთასთან ორი მოწაფე იხმო და უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს.

“...ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“, - ასე აღწერს იოანე მახარობელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.

იერუსალიმში დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

ამ დღესთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ეკლესიებში საზეიმო ლიტურგიის შემდეგ მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ “ოსანას”. ბზობის გამო, დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.

ცნობისთვის, ქრისტიანულ მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. ბზობას მეორენაირად ბაიაობასაც უწოდებენ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45