სამივე საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ

, 28 აპრილი, 2013 - 10:02

ცენტრალური საარჩევნო კონისია შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგენს აქვეყნებს. სამივე საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ. ნაძალადევის რაიონში, სადაც ამ დროისთვის საარჩევნო უბნების 38 პროცენტია დათვლილი, 5204 ხმით პირველ ადგილზე თამარ კორძაიაა, რაც ამომრჩევლების 39,11 პროცენტს შეადგენს. 2255 ხმით მეორე ადგილზეა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. მას ამომრჩევლების 16,95 პროცენტი უჭერს მხარს.

1 კახა კუკავა - 6772 (17.26%) ”კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო”

5 მირზა დავითაია - 5926 (15.11%) პოლიტიკური გაერთიანება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

9 ხვიჩა ასანიძე - 20 (0.05%) ”სამართლიანი საქართველოსთვის”

19 ზაზა მეზვრიშვილი - 33 (0.08%) პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა”

30 გიორგი ლილუაშვილი - 46 (0.12%) ”მერაბ კოსტავას საზოგადოება”

36 გია ნემსაძე - 133 (0.34%) პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს მშრომელთა საბჭო”

38 გიორგი გუგავა - 1233 (3.14%) ”შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”

41 თამარ კორძაია - 15487 (39.48%) საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება”

42 იოსებ მანჯავიძე - 5078 (12.95%) საინიციატივო ჯგუფი

44 ზვიად ჩიტიშვილი - 4497 (11.46% საინიციატივო ჯგუფი

 რაც შეეხება რეგიონებს, ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით ბაღდათის რაიონში 2218 ხმით, პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა კიკნაველიძე, ხოლო სამტრედიის საარჩევნო ოლქში 10068 ხმით „ქართლი ოცნების“ წარმომადგენელი გიორგი კახიანი ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59