სამცხე-ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან ახალგაზრდებმა თბილისი დაათვალიერეს

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 20:12

ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან 50-მდე ახალგაზრდა თბილისში ექსკურსიაზე იმყოფებოდა. ტური რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ასევე მარნეულისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.

ექსკურსიაში თბილისის ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 სტუდენტიც მონაწილეობდა, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 პლიუს 1 სისტემით ჩააბარეს. მათ ჯგუფის სხვა წევრებს, რომლებიც სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები არიან, აღნიშნული სისტემით სწავლების გამოცდილება გაუზიარეს და სახელმწიფო ენის სწავლასთან დაკავშირებით რჩევებიც მისცეს.

ტურის ფარგლებში, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ესტუმრნენ და მინისტრს ლევან ყიფიანს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ სპორტული მუზეუმი დაათვალიერეს.

ახალგაზრდები ეთნოგრაფიულ და სახელწმიფო მუზეუმს ეწვივნენ, სადაც ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენას დაესწრნენ და სხვადასხვა გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. ექსკურსია ძველ თბილისში გაგრძელდა და სტუმრებმა მეტეხის ხიდი, აბანოთუბანი, ნარიყალა და თბილისის ციხე დაათვალიერეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45