განათლების სამინისტრომ საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალისტები დააჯილდოვა

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 19:47

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VII საერთაშორისო ოლიმპიადის, “ჩაღლარის” გამარჯვებულები დაჯილდოვეს. ოლიმპიადა “ჩაღლარი” სასწავლო დაწესებულებების ორგანიზებით  ჩატარდა და მასში 27 ქვეყნის 272 მოსწავლე, 125 პროექტით მონაწილეობდა.

VII საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა 30 მარტს გაიმართულ ტურში გამარჯვებულებმა მიიღეს.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის ორგანიზებაში ფირმა „ჩაღლარს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და „საქპატენტი” უჭერენ მხარს. გამარჯვებულებს პრიზები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ბორის იაროშევიჩმა, თურქეთის ელჩმა საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანმა და ჩაღლარის საგანლანათლებლო დაწესებულებებისა და შავი ღზვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბჭოების თავმჯდომარემ ადემ ონალიმ გადასცეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი პირველად, 2005 წელს ჩატარდა. მასში გამომგონებლური და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში მომზადებული პროექტებით. 2007 წელს აღნიშნულმა კონკურსმა საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა.

ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეთა მეცნიერებით დაინტერესება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45