გიორგი კანდელაკის თქმით, პრემიერმა არ იცის, რა არის სახელმწიფო

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 19:53

უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი პრემიერ-მინისტრის გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პრემიერმა არ იცის, რა არის სახელმწიფო. კანდელაკი თავის მოსაზრებას facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 "ის ზიანი რომელსაც ივანიშვილის მიერ თავისივე ქვეყნის ტერორიზმში დადანაშაულება და ამ ყველაფრის გაგრძელება მოგვიტანს შეიძლება იყოს არა უბრალოდ მძიმე, არამედ გამანადგურებელიც. მარტივი ლოგიკით, ივანიშვილის, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლო საქციელი არა მხოლოდ უბრალოდ საჩუქარია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთათვის, არა მხოლოდ ლეგიტიმაციას სძენს იმპერიის დიდი ხნის ოცნებას - საქართველოს "დასჯისა" და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოშთობის შესახებ, არამედ უბრალოდ აშიშვლებს ტრაგიკულ, მაგრამ წყალგაუვალ ფაქტს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უბრალოდ არ იცის რა არის სახელმწიფო. ივანიშვილის ასეთი შაჰიდური თვითლუსტრაცია ბიძგს მისცემს საზოგადოებაში მსჯელობის გაშლას იმაზე თუ რატომ ემთხვევა უკვე მერამდენედ მისი პოზიცია კრემლისას, მსჯელობას მარტივ კითხვაზე: რა უნდა ამ კაცს საქართველოსგან?", - წერს სოციალურ ქსელში უმცირესობის წევრი.

 

 

 

 

 

o

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6