ყოველდღე რომ სატელეფონო ჩურჩული აქვთ ივანიშვილს და სააკაშვილს, ამაში ეჭვი არ მეპარება - შალვა ნათელაშვილი

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 19:28

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ნევროზი აქვთ და ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან, -ეს შეფასება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "ჯეონიუსთან" საუბრისას, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც  19 აპრილის აქციაზე, პრეზიდენტის გამოჩენის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა სცენა დატოვა.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახალ ეროვნულ  მოძრაობას ვერ დაიწყებს, რადგან ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ყოველგვარ ეროვნულს სწორედ ეს ძალა ებრძოდა.

ნათელაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილებას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ "შიდადაპირისპირება პარტიაში მხოლოდ საკუთარი ტყავის გადასარჩენად არის". მისივე თქმით, გუნდს ერთი პასუხისმგებლობა აქვს და ამავდროულად "პარტიის წერვებს შორის მილიარდებია გატეხილი, რომელიც ერთმანეთთან ადუღაბებს და კრიტიკულ მომენტში ერთმაენეთს არ გაწირავენ".

შალვა ნათელაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლების ნამდვილ ოპოზიციად არ მოიაზრებს და აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ.

"ყოველდღე რომ სატელეფონო ჩურჩული აქვთ ივანიშვილს და სააკაშვილს, ამაში ეჭვი არ მეპარება, ისევე როგორც ივანიშვილს და პუტინს ყოველდღე აქვთ საუბარი", - აღნიშნა ნათელაშვილმა.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგნა ახალი მთავრობაში შესაბამისი ნების არარსებობის გამო ვერ ხერხდება.

                                                                                                              მირანდა ჭარხალაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45