ირაკლი ღარიბაშვილმა შვილებთან ერთად ხუდადოვის ტყეში ხეები დარგო

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 19:23

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ე.წ. „ხუდადოვის ტყის" ტერიტორიაზე ნერგების დარგვის აქცია მოეწყო. შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვილებთან ერთად და ასევე სამინისტროს სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლებმა, ე.წ. „ხუდადოვის ტყე"-ში კიპარისის 400 ნერგი დარგეს, რომელიც მათ გარემოს დაცვის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მე-2-ის მოწოდებას - თბილისში ყოველწლიურად დაირგოს ხის ნერგები. ამ აქციით შს სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება დედაქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს აღდგენაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45