საიამ #24 საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა დააფიქსირა

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 19:03

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნაძალადევის #24 საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს. საია-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეზონანსის კორესპონდენტებს სალომე სიგუას, თამთა კაკაურიძისა და იაგო ნაცვლიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შერაცხყოფას და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის ცენტრის“ დამკვირვებლის მიხეილ მიქაშავიძის, „კავკასიის კვლევითი ცენტრის“ დამკვირვებლების ვალერიან ზირაქაშვილისა და ვინმე გიორგის მიერ, რომლებმაც თავი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებად წარადგინეს.

ადგილზე მყოფი საია-ს დამკვირვებლის მიერ შედგენილ იქნა საჩივარი ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე, მოთხოვნით, რომ კომისიამ შეადგინოს ადმინისტარაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მედიის წარმომადგელნლებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის თაობაზე. რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.

კონფლიქტის უშუალო მიზეზი გახდა ჟურნალისტების მიერ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიის ფოტოგადაღება და გარეთ მყოფი ჯგუფურად შეკრებილი პირების დაფიქსირება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფურად შეკრებილი ადამიანები აღრიცხავდნენ საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ პირებს.

 საია იმედს გამოთქვამს, რომ განცხადებაში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურები ადექვატურ რეაგირებას მოახდენენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58