ახალი მთავრობის პირობებში, ხელისუფლება სახელმძღვანელოს მიყვება - როგორ დააზიანოს ქვეყნის ინტერესები

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 18:43

ასეთი განცხადებების შემდეგ, ჩვენს არაკეთილმოსურნეს, ნებისმიერს, პოზიციები უძლიერდება და ხვალ და ზეგ, საქართველოს წინააღმდეგ ჯერ პროპაგანდისტული, შემდეგ კი ღია აგრესიის გამოვლინების მეტი საშიშროება იქმნება, -  ამის შესახებ, უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

„ამ ახალი მთავრობის პირობებში, ხელისუფლება სახელმძღვანელოს მიყვება - როგორ დააზიანოს ქვეყნის ინტერესები ოპონენტების დისკრედიტაციის პროცესში. იქ არის თავი პირველი - დავაბრალოთ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ომის დაწყება, თავი მეორე - დავაბრალოთ საქართველოს ტერორიზმის და „ბოევიკების“ მფარველობა. შემდეგი თავები კი ალბათ, საქართველოში ქიმიური ან ბირთვული იარაღის შექმნაზე, იქნება“. - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, არ გამორიცხა, რომ საქართველოში ტერორისტები მომზადებას მართლაც გადიოდნენ და სახალხო დამცველის ანგარიშში ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ამ კუთხით გამოთქმული მოსაზრება სიმართლეს შეესაბამებოდეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45