დავით კირვალიძემ სამთავრობო დაპირება ვერ შეასრულა

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 18:38

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ალექსანდრე ლომოური მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ სამთავრობო დაპირება ვერ შეასრულა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ათასობით ადამიანი ამჯერადაც ელოდება სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომელიც არ დარიგებულა.

ლომოურის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დროულად უნდა მოახდინოს სამთავრობო გუნდიდან დავით კირვალიძის ჩამოცილება, რომ სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო არ გაპარტახდეს.

“სოფლის მეურნეობის განვითარების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს სამინისტროს რეგიონული სამსახურებისათვის ძვირადღირებულ მინი “ჯიპების” შესყიდვა და კომფორტულ ავეჯში მილიონების ფლანგვა. სოფლის მეურნეობის მინისტრს უნდა ეყოს იმის გამბედაობა, რომ აღიაროს თავის უსუსურობა და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა იყოს ქვეყნისა და სოფლად მცხოვრები საზოგადოების სამსახურში. ის უნდა ემსახურებოდეს სოფლის მეურნეობის განვითარების ეროვნული პოლიტიკის განხორციელებას”, – აღნიშნავს ლომოური.

ლომოურის განცხადებით, როცა სახელმწიფო პროგრამა ვარდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ იმ უწყების ხელმძღვანელს დარგის განვითარება არ აინტერესებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45