ამერიკა ისევ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 17:35

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან არიზონას შტატ, ქალაქ სედონაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკას არ მივუტოვებივართ და გააგრძელებს საქართველოს დახმარებას.

"მე დღეს მქონდა ვრცელი საუბარი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან იმ საკითხებზე, რომელიც ეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარებას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. ეს არის ის დაპირებები, რომელიც ჩვენ მივიღეთ შარშან პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის დროს. ვიცე-პრეზიდენტმა აღმითქვა, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ, რომ ამერიკას არ მივუტოვებივართ და გააგრძელებს საქართველოს დახმარებას. ეს ჩემთვის პირადად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ ჩვენ ამ საკითხებზე მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ინტენსიური მუშაობა საქართველოს მთავრობასთან ერთად, რათა ჩემი პრეზიდენტობის დარჩენილ ვადაში დავეხმარო საქართველოს ამ საკითხების ამერიკელებთან ერთად დაჩქარებაში და წინ წაწევაში. ჩვენთვის ნატო ახლა არის ჰაერივით აუცილებელი“, -  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46