მოძრაობა \"პატრიოტები\" ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დასაცავად პეტიციას ამზადებენ

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 18:10

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დასაცავად პეტიცია მზადდება, - ამის შესახებ მოძრაობა "პატრიოტების" facebook-ის გვერდზეა განცხადება განთავსებული. როგორც პეტიციაშია აღნიშნული, ნებისმიერ მსურველს და მხარდამჭერს მასზე საკუთარი ხელმოწერის დატოვება შეუძლია.

"ბათუმის ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არის უანალოგო და ერთადერთი კავკასიაზე,ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი,რომელიც უნდა განთავსდეს ყველაზე მაღალ შენობაში და ერთადერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა,რომელიც უფლებამოსილია გასცეს საერთაშორისო ხარისხის დიპლომი.

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში ბათუმის მერიის განთავსება და ამით ფაქტიურად გაუქმება ამ უმნიშვნელოვანესი სასწავლო დაწესებულების,არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს მომავალზე და ქვეყნის წინსვლის საზიანოდ გადადგმული ნაბიჯი.

ჩვენ მოვითხოვთ ბათუმის ტექნოლიგიური უნივერსიტეტის ამოქმედებას,ასევე იმავე შენობის მისთვის დატოვცებას,რომელიც საგანგებოდ ამისთვის იქნა აშენებული.ბათუმის ტქნოლოგიური უნივერსიტეტი არის მომავლის გზა ჩვენი ახალი თაობებისთვის,არის პერსპექტივა წინსვლისა და ქვეყნის განვითარების და დღეს მისი გაუქმება და შევიწროვება არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ჩვენი ქვეყნის მომავლის,მისი ახალი თაობების განათლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

მოაწერეთ ხელი ყველამ,ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ უნივერსიტეტის არსებობა!

დღეს წყდება საქართველოს მომავლის,ახალი თაობის ბედი!

ამ პეტიციიოს შედეგები გამოცხადდება 13 მაისს,18:00 სათზე,განათლების სამინისტროს წინ,სადაც მოეწყობა აქცია უნივერსიტეტის დასაცავად,თუ მანამდე ხელისუიფლება არ მოვა გონს და არ გააუქმებს მის მიერ მიღებულ უგუნურ გადაწყვეტილებას.

შემოგვიერთდით როგორც სტუდენტები,ასევე არასამთვარობო ორგანიზაციები,ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი!”, - ნათქვამია პეტიციაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61