28 აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 17:57

ვერძი - დღეს საკმაოდ აფორიაქებული დღე გექნებათ.  თქვენი პრობლემები არცთუ ისე იოლი გადასაწყვეტია. მთავარია, ბრძოლისუნარიანობა არ დაკარგოთ და  იპოვოთ სწორი და გონიერი გამოსავალი.

 

კურო - დღეს მთლიანად ჩაეფლობით საკუთარ აზრებსა და ქმედებებში და გარე ფაქტორები ვერ მოახდენს თქვენზე გავლენას.

ტყუპები - დღეს ელოდეთ ბევრ ცვლილებას. ნუ შეხვდებით ყველაფერს ემოციურად.

კირჩხიბი - დღეს ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციურები მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გინდათ. საკუთარ მიზნებზე ხელს ნუ ჩაიქნევთ. დღეს არ მიიღოთ ნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ამის გაკეთება  სხვა დროისთვის გადადეთ.

ლომი - დღეს არაფერი გამოვა იოლად, ამიტომ სიზარმაცე დაივიწყეთ და მთელი ენერგია გამოიყენეთ იმისთვის, რომ საქმე კარგად შეასრულოთ,  მიუხედავად იმისა, გინდათ  თუ არა ეს. 

ქალწული - დღეს თქვენი ქცევები იქნება გამომწვევი. ნუ ითამაშებ სხვისი გრძნობებით. კარგად დაუფიქრდით, თუ რა გინდათ.

სასწორი - დღეს ნამდვილად წარმატებული დღე გელოდებათ. არ არის გამორიცხული, შეიძინოთ ახალი ნაცნობობა და ახალი მეგობრებიც.

მორიელი - არ არის საჭირო იქ დაბრუნება, სადაც არ გრძნობთ თავს კომფორტულად და ბედნიერად, განსაკუთრებით კი დღეს. დღევანდელი საღამო უმჯობესია გაატაროთ სახლში, მშვიდ გარემოში.

მშვილდოსანი - დღეს უმჯობესია გამიჯნოთ რეალობა და ოცნება ერთმანეთისგან. ნუ მოწყდებით დღევანდელობას და შეინარჩუნეთ ადეკვატურობა ბოლომდე.

თხის რქა  - დღეს ეცადეთ ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტი დაამყაროთ, ზედმეტი სატელეფონო და სოციალური ქსელების გარეშე, რათა უფრო მეტი წარმატება მოიპოვით თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეში.

მერწყული - დღეს შეიძლება გარშემომყოფებზე უარყოფითი შთაბეჭდილება შეგექმნათ. ასე რომ, ნაადრევი დასკვნებისგან თავი შეიკავეთ. გადაახარისხეთ თითოეული მომხდარი მოვლენა თუ ცვლილება თქვენს ცხოვრებაში და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოაყალიბეთ შეხედულებები ადამიანებზე.

თევზები - დღეს თქვენ არ იქნებით აქტიურები, არც საამისო ენერგია გექნებათ. თუმცა დაგეგმილ საქმეების გადადება არ იქნება სასურველი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61