ივანიშვილს არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მივცემთ - შალვა ნათელაშვილი

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 16:45

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სპეციალურად გამართული ბრიფინგიდან პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს არჩევნების სამართლიანად ჩატარებისკენ მოუწოდა.

ნათელაშვილის თქმით, ლეიბორისტული პარტია  წინასაარჩევნო პერიოდში ატარებდა გამოკითხვას და გიორგი გუგავა, ყველა შედეგით, ნაძალადევში, უალტერნატიო კანდიდატია, რომელიც მკვეთრად უსწრებს ყველა სხვას.

"ვაფრთხილებ ივანიშვილს, თუ ეს არჩევნები გაყალბდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიოს არც ერთმა ლიდერმა მას ხელი არ ჩამოართვას. ეს გავუკეთეთ შევარდნაძეს, სააკაშვილს და რით დაამთავრეს, ცნობილია. იმედია, იგივე ეკლიან გზას ივანიშვილი არ დაადგება. ისევ ის საარჩევნო კოდექსია, ისევ ის საარჩევნო სიები, ისევ მოქმედებს მოგელაძის ნორმები. ეს ყველაფერი ივანიშვილმა არ შეცვალა, რადგან მოეწონა და მასაც სურს იგივე გზით სიარული. ეს გვიძლიერებს ეჭვს, რომ შეიძლება არჩევნები გაგვიყალბონ. ობიექტური მონაცემით, ნაძალადევის რაიონში იმარჯვებს ლეიბორისტული პარტია და გიორგი გუგავა, ყველა სხვა შედეგი არჩევნების მასობრივი გაყალბების პროდუქტი იქნება", -  განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45