ბიძინა ივანიშვილის თქმით, ერთ-ერთ მინისტრთან მიმართებით გარკვეული ეჭვები არსებობს

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 12:01

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გუნდიდან ყველაზე წარმატებულად განათლების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის მუშაობას აფასებს, რომელმაც NDI - ის კვლევების შედეგების მიხედვით ათეულის ბოლო ადგილი დაიკავა.

პრემიერ-მინისტრმა NDI-ის კვლევების შედეგებზე პოლიტიკურ თოქ-შოუ "პოზიციაში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილი ყველაზე მეტად ეხმარება, თუმცა სამთავრობო კაბინეტში ბევრი გამორჩეული მინისტრია.

"წარმატებული მინისტრია თეა წულუკიანი, ასევე წარმატებული მინისტრია ღარიბაშვილი, ცუდად არ მუშაობს ალასანია საერთოდ კარგი გუნდი გვყავს და ამით ძალაინ ვამაყობ. ერთ-ერთზე არის ეჭვი, თუმცა წინასწარ არ მინდა ვისაუბრო,  იქნებ შიგნით ჩავწყნარდეთ", - განაცხადა ბიძინა იბანიშვილმა.

NDI - ის კვლევების თანახმად მარტში გამოკითხულ მოქალაქეთა აზრის მიხედვით, საზოგადოება ყველაზე დადებითად იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მუშაობას აფასებს, მეორე ადგილს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ხოლო მესამე ადგილს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს.

NDI - ის კვლევების მიხედვით მეათე ადგილს განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იკავებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6