აღლუმი არ უნდა ჩაატაროს იმ პრეზიდენტმა, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 15:53

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა,  აღლლუმი არ უნდა ჩაიბაროს, - განაცხადა  "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "პოლიტმეტრში".

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, მთავარსარდალმა, რომელმაც სამარცხვინოდ მიატოვა ჯარი და თავის დაცვას გაასწრო სირბილში, არანაირი მორალური უფლება არ აქვს აღლუმის ჩატარებისა.

.„ის ადამიანები,  ვისაც 26 მაისი განსაკუთრებით გვტკივა, ფორმას ნამდვილად მოვძებნით, რომ ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი 26 მაისს უკომპრომისო ადამიანების ბრძოლას ღირსებისათვის.

ბურჯანაძის განცხადებით, ორი დღის წინ ჩატარდა სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს შეკრება, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღდგომის შემდგომ ჩატარდეს სახალხო კრების გაფართოებული დარბაზის შეკრება, სადაც იმსჯელებენ, თუ  როგორ აღინიშნოს 26 მაისი.

"გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა და იმ ადამიანებმა, რომლებმაც ქვეყანას ტერიტორიების 20% დააკარგვინეს, აუცილებლად აგონ პასუხი და განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ", - განაცხადა ნინო ბურჯამაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51