სამტრედიის მე-7 საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 15:38

სამტრედიის რაიონის 54-ე საარჩევნო ოლქის მე-7 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ვიდეოკამერა არ დაადგმევინეს, რაც დარღვევად ჩაითვალა.

შესაბამისად, სამტრედიის 54-ე საარჩევნო ოლქის კომისიის წევრები მომხდარ ფაქტს შემთხვევის ადგილზე არკვევდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლის გიორგი ჭიქაბერიძის განცხადებით, ამ დროისთვის სამტრედიის 54-ე საარჩევნო ოლქში ორი საჩივარი დაიწერა. მისივე თქმით, ორივე საჩივარი პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით არის.

"ერთი საჩივარი შეეხება საკონტროლო ფურცელზე ამომრჩევლის ხელმოწერას, ხოლო მეორე იმ უბნებზე ამომრჩევლების რეგისტრაციას, სადაც გადასატანი ყუთებია საჭირო", -  განაცხადა ჭიქაბერიძემ.

რაც შეეხება სამტრედიის 54-ე საარჩევნო ოლქს, ამ ოლქში 50-ე საარჩევნო უბანია, სადაც 48 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში სამტრედიის რაიონში 5 კანდიდატი იყრის კენჭს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51