ახალი ხელისუფლების პირობებში 82 ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდა - ვანო მერაბიშვილი

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 15:17

ბოლო 7 თვის განმავლობაში არათუ წინსვლა, არამედ პრობლემები შეიქმნა ეკონომიკაში; არათუ დამატებითი სამუშაო ადგილები არ შექმნილა, არამედ 82 ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდა, 82 ათასი ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდა გაჭირვება და გაიზარდა უმუშევრობა. ამიტომ, მთავარი ამოცანა დღევანდელი ხელისუფლების უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნა.

„ თუ ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს ჩვენი დასაქმების კონცეფცია, ჩვენ მზადა ვართ მოვისმინოთ მისი დასაქმების კონკრეტული კონცეფცია და არა ზოგადი, თუ როგორ აპირებენ ისინი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა მერაბიშვილმა და მზადყოფნა გამოთქვა დღევანდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე.

„ გუშინდელი გამოსვლიდან ნათელი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა, მაგრამ იგი იძულებული გახდება ითანამშრომლოს ხალხთან, საზოგადოებასთან და იძულებული იქნება ითანამშრომლოს ნაციონალურ მოძრაობასთან, - განაცხადა  ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა.

ვანო მერაბიშვილი პრემიერს მიმართავს, რომ ნაციონალური მოძრაობა მაქსიმალურად გააკრიტიკებს ხელისუფლებას, მაქსიმალურად გააძლიერებს პროტესტს, რათა საქართველოს მთავრობამ შეასრულოს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებები. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი სერიოზული ძლიერი ოპოზიცია და ეს დამტკიცდა რუსთაველის პროსპექტზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45