კობა დღეს თუ არა, ხვალ მაინც წავა ხელისუფლებიდან - ბიძინა ივანიშვილი

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 11:59

ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „პოზიციაში“ საუბრისას კობა დავითაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კობა დავითაშვილის საკითხს პოლიტიკურ საბჭოზე დააყენებს, სადაც მას  გაფრთხილებას მისცემს, რომლის გაუთვალიწინებლობის შემთხვევაში, ის კოალიციასთან მუშაობას ვეღარ გააგრძელებს.

"როცა გუნდის წევრს რაიმე არ მოსწონს, ეს საკითხი გუნდის შიგნით უნდა განიხილოს და საჯაროდ უსაფუძვლო და მკვეთრი განცხადებები არ უნდა გაკეთდეს, რაც ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა", - განაცხადა პრემიერმა.

 ივანიშვილმა დავითაშვილის დამსახურებებიც აღნიშნა  საავადმყოფოებთან, სადაზღვეო პოლისთან დაკავშირებით, თუმცა მიუხედავად მისი ბევრი დადებითი პროფესიული და პიროვნული თვისებისა, ის ფაქტი, რომ, მისივე თქმით, "დავითაშვილი გამოდის და მეორე გუნდის წევრს, რომელიც გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე კობას გაუკეთებია მთლიანობაში, უეცრად მადლობის ნაცვლად არტყამს,  მიუღებელია".

 პრემიერის განცხადებით, კობა ვერ აცნობიერებს იმ პრობლემებს, რაც მას რეალურად აქვს. მას უჭირს იყოს პოზიციაში.

ივანიშვილმა ის შემთხვევაც გაიხსენა, როცა  დავითაშვილს მინისტრის თანამდებობა შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა, იმიტომ რომ შეეშინდა, თუმცა ამას კობამ სხვა განმარტებები მისცა და  ახლაც ცდილობს გავიდეს პოზიციიდან, რადგან, როგორც პრემიერი აცხადებს,  ხელისუფლებაში ყოფნას სხვა  პასუხიმგებლობები ახლავს, რომელსაც კობა ოპოზიაციაში ყოფნას და კრიტიკას ამჯობინებს.

„ჩემი გუნდის წევრები მეუბნებიან, რომ რაც უნდა ვეცადო, კობა დღეს თუ არა, ხვალ მაინც წავა ხელისუფლებიდან, თუმცა მე არ მაქვს ამის სურვილი, რადგან მინდა ისეთი მკაცრი ოპონენტი იყოს ხელისუფლებაში, როგორიც დავითაშვილია“, - აღნიშნა ივანიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46