მოძრაობა "პატრიოტები" ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებაზე დასკვნას ითხოვენ

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 14:43

მოძრაობა  "პატრიოტები"  ბარბარე  რაფალიანცის  გარდაცვალებასთან  დაკავშირებით  პრემიერ-მინისტრის  ბიზნეს  ცენტრთან  საპროტესტო  აქციას  გამართავენ.

 პატრიოტები აქციაზე მოითხოვენ, რომ მანანა ბერიკაშვილმა, რომელმაც  ერთიანი  ნაციონალური მოძრაობა მკვლელობის ჩადენაში დაადანაშაულა, განმარტება გააკეთოს.  

"ოთხშაბათს,30 აპრილს, პრემიერ მინისტრის ბიზნეს ცენტრთან, მოვითხოვთ დასკვნას ბარბარე რაფაელიანცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. უკვე 7 თვე გავიდა იმ საზარელი შემთხვევიდან და სამართალდამცავ ორგანოებს დღემდე არ აქვთ დასკვნა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, იმ დროს, როდესაც მანანა ბერიკაშვილმა პირდაპირ და უაპელაციოდ დაადანაშაულა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მკვლელობის ჩადენაში, რის წყალობითაც იგი დღეს არის სახელმწიფო ჩინოვნიკი.

ჩვენი მოძრაობა ოთხშაბათს,30 აპრილს,18:00 საათზე გამართავს საპროტესტო აქციას პრემიერ მინისტრის ბიზნეს ცენტრთან,ვინაიდან მიგვაჩნია,რომ პრემიერ მინისტრი არის დღესვანდელი მთავრობის ერთპიროვნული მმართველი და სწორედ მას მოვთხოვთ ბარბარე რაფაელიანცის გარდაცვალებაზე შედეგების დადებას ამ ფაქტიდან 7 თვის თავზე.

ასევე მოვითხოვთ მანანა ბერიკაშვილი დაჯდეს საჯარო პრესკონფერენციაზე და გასცეს პასუხი ჟურნალისთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კითხვებს", - ნათქვამია მოძრაობა "პატრიოტების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6