სასაზღვრო პოლიცია გარდაცვლილი მესაზღვრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 13:50

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გარდაცვლილი მესაზღვრის მასტერ სერჟანტი ალეკო მინდიაშვილის ოჯახს მომხდარის გამო თანაუგრძნობს და მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

"2013 წლის 23 აპრილს, უბედური შემთხვევის გამო მდინარე ალაზანში დაღუპული სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) მესაზღვრე, მასტერ სერჟანტი ალეკო მინდიაშვილი, რომლის ცხედარი წყალმა გაიტაცა და მდინარის ძლიერი დინებისა და უამინდობის გამო, მისი პოვნა დიდი ხნით ვერ მოხერხდა,

მესაზღვრეებმა 30 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს. უბედური შემთხვევა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მოხდა.

სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, სამაშველო სამსახურები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა.

შსს სასაზღვრო პოლიცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46