ახალგაზრდა-ქრისტიან დემოკრატებმა კანცელარიასთან მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვეს

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 13:45

„ახალგაზრდა-ქრისტიან დემოკრატებმა“ უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, კანცელარიის შენობასთან თეატრალიზებული აქცია გამართეს, სახელწოდებით „ ჩემო მიწავ მე შენ გიცავ“.

ახალგაზრდების განცხადებით, სასოფლო -სამეურნეო მიწების მასობრივი გასხვისების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ქართველი გლეხი გახდება უცხოელების მონა საკუთარ მიწაზე.

მათი მოთხოვნით, მოქალაქეობის გარეშე არავის უნდა მიუწვდებოდეს ხელი მთავარ სიმდიდრეზე - ქართულ მიწაზე, თუმცა თავის მხრივ მოქალაქეობის მიღებაც უნდა გართულდეს და საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდეს.

„აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გამოცხადეს მორატორიუმი ქართული მიწის გაყიდვაზე. საქართველოს მთავრობამ, რომელიც დღეისთვის სრულიად უმოქმედოა ამ კუთხით, უნდა გადადგას მყისიერი ნაბიჯები და დაიცვას ქართული მიწა გაყიდვისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი კამპანია უკვე გაცილებით მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და შევაგროვებთ უამრავ ხელმოწერას რეფერენდუმის მოთხოვნით, ვინაიდან ეს პრობლემა აწუხებს თითოეულ ქართველს“, - განაცხადა ახალგაზრდულის თავმჯდომარემ ლაშა აივაზაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6