შსს-მ „ოპიუმი"-ს შემცველი 5,565 კგ ყაყაჩო ამოიღო

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 13:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა 1961 წელს დაბადებული გელა ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამძიებო ღონისძიების შედეგად თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს. მისი ავტომანქანის ჩხრეკისას 1,765 კგ ყაყაჩოს ნამჯა, ხოლო თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოს დათვალიერებისას 3,8 კგ ყაყაჩო ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 5,565 კგ „ოპიუმი"-ს შემცველი ყაყაჩო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვის (სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით) და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა-მოყვანა-კულტივირების (სსკ-ს 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით) ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45