პრემიერთან შესახვედრად დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე მივიდნენ

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 12:38

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში ჯანდაცვის მინისტრი  დავით სერგეენკო და  ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრემიერთან შესახვედრად მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა კობა დავითაშვილის მიერ ერთი კვირის წინ გაკეთებული განცხადება იქნება.

სერგეენკო არ ადასტურებს, რომ საუბარი დავითაშვილს შეეხება და განაცხადა, რომ პრემიერთან მხოლოდ ჯანდაცვის საკითხებზე ექნება საუბარი. 

კობა დავითაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს რამდენიმე დღის წინ ბრალი დასდო, სადაზღვევო კომპანიებთან ფარულ გარიგებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59