"საქართველოს ბანკის" ინკასაციის სამსახურის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 17:35

"იგრძენი უსამართლობა", "იგრძენი დაკარგული მომავალი", - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით "საქართველოს ბანკის" ინკასაციის სამსახურის თანამშრომლებმა ბანკის სათაო ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ინკასაციის სამსახურის თანამშრომლელთა პროტესტს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი შეუერთდა. პეტრიაშვილი დაცვის პოლიციას გაფიცულთათვის სოლიდარობის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ, სოლიდარობას ვუცხადებთ ინკასატორებს. კანონდარღვევაა ის, რომ მათ არ აქვთ შრომითი ხელშეკრულებები და გათავისუფლების შემთხვევაში არ ეძლევათ ადეკვატური კომპენსაცია", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

როგორც „საქართველოს ბანკის" სათაო ოფისთან გამართულ აქციაზე საინკასაციო სამსახურის თანამშრომლების ინტერესების დამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, ინკასატორების პროტესტი გამოწვეულია იმით, რომ მათი უფლებები დაცული არ არის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5