საქართველოს ფინანსთა მინისტრი საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმს დაესწრო

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 17:34

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა  ნოდარ ხადურმა საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

,,მოხარული ვარ, რომ უკრაინელ მეგობრებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბრო იმ პოტენციალზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ამ დარბაზში დღეს უამრავ პოტენციურ ინვესტორს ვხედავ. მათთვის მზად არის საქართველოს ეკონომიკური სისტემა და გარემო. ჩვენ ერთ-ერთი დაბალი შეწონილი გადასახადი გვაქვს. მსოფლიოში ამ კუთხით მეოთხე ადგილზე ვართ. საქართველოს აქვს საუკეთესო საბაჟო და საგადასახადო სისტემები. აღნიშნული სამსახურები მზად არიან თითოეულ ინვესტორს ზედმეტი ბიუროკრატიის და ბარიერების გარეშე მოემსახურონ. ჩვენ მზად ვართ ჩავდგეთ თქვენს სამსახურში, რათა ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ფორუმი საქართველო-უკრაინის სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საპარტნიორო ფონდისა და უკრაინული კომპანია „Soft Rating Consult” -ის ორგანიზებით სასტუმრო „Tbilisi Marriot”-ში მიმდინარეობს.

დასრულების შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბიზნეს-ფორუმი შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყანის საინვესტიციო გარემოს უკრაინელი ინვესტორები ეცნობიან. მინისტრმა ასევე აღნიშნა რომ ინვეტორთა ინტერესის სფერო მრავალმხრივია და მოიცავს როგორც სოფლის მეურნეობის სექტორის ისე მაღალტექნოლოგიური წარმოების საკითხებს.

ფორუმს 50-მდე უკრაინული კომპანიის წარმომადგენელი ესწრება. ისინი გაეცნობიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს. უკრაინული ბიზნესდელეგაციის წევრები წარმოდგენილნი არიან ისეთი სექტორებიდან როგორებიცაა: საბანკო-საფინანსო, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საკონსულტაციო, ტრანსპორტო, ინფრასტრუქტურა და ა.შ.

ფორმატი ასევე ქართულ და უკრაინულ ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივ შეხვედრებს ითვალისწინებს, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5