ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თსუ-ს გაზეთის 85 წლის იუბილეს დაესწრო

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 19:23

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს გაზეთის "თბილისის უნივერსიტეტის" 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. გაზეთის იუბილესთან დაკავშირებით საღამოზე დოკუმენტური ფილმი „უნივერსიტეტის გაზეთი – უნივერსიტეტის პოზიცია" იყო ნაჩვენები და ფინანსთა მინისტრმა გაიხსენა ის წლები, როცა სტუდენტობის პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა უნივერსიტეტის გაზეთთან.

,,უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის საუნივერსიტეტო წელი. წელს თავად უნივერსიტეტი 95 წლის გახდა, ხოლო მისი გაზეთი უკვე 85 წელია ძალიან აქტიურადაა ჩართული როგორც სტუდენტურ, ისე უნივერსიტეტის პროფესორების სამეცნიერო ცხოვრებაში. მიხარია, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა როგორც საქართველოს მთავრობის წევრს, იმ გაზეთს, რომელიც ჩემი საყვარელი უნივერსიტეტის სახელს ატარებს, მივულოცო დაბადების დღე,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

საღამოზე სამახსოვრო ჯილდოები გადაეცათ სტუმრებს, მათ შორის, ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს - იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის გაზეთის გამოცემაში. 

„თბილისის უნივერსიტეტი“ ერთ-ერთი უძველესი ბეჭდური გამოცემაა საქართველოში. გაზეთი 1927 წელს დაარსდა და პირველ ქართულ უნივერსიტეტში განვითარებულ მნიშვნელოვან სამეცნიერო თუ სასწავლო პროცესებს და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ კულტურულ ვითარებას ყოველთვის ასახავდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6