„თავისუფალი საქართველოს“ და „ქართული დასის“ ლიდერები ჩინელებისგან შევიწროებულ ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდნენ

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 19:17

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე, „ქართული დასის“ თავმჯდომარესთან ჯონდი ბაღათურიასთან ერთად, ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო იმ პრობლემების ახლოდან გაცნობა, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ჩინური კომპანია „ხუალინგი“ უქმნის.

მოქალაქეები ჩივიან, რომ ჩინური კომპანია, რომელიც ამ ტერიტორიაზე მასიურ მშენებლობებს აწარმოებს, ავიწროებს და ლახავს მათ უფლებებს. სახელმწიფო კი, ნაცვლად საკუთარი მოქალაქეების დაცვისა, არაფერს მოქმედებს, რითაც ახალისებს ჩინელების უკანონო ქმედებებს.

 საქმე შეეხება ქართველებს და ჩინელებს შორის სადაო მიწებს. როგორც ირკვევა, სამშენებლო ტერიტორიის დიდი ნაწილი, ჩინურ კომპანიას უკანონოდ აქვს ხელში ჩაგდებული და ქართული მოსახლეობის ინტერესების სრული უგულებელყოფით, აწარმოებს უკანონო სამუშაოებს.

 პარტიების ლიდერებმა მოისმინე მოსახლეობის პრეტენზიები და მათ დახმარებას დაჰპირდნენ. კახა კუკავა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტში გეგმავს კანონპროექტის ინიცირებას, რომლის მიხედვითაც აიკრძალება უცხოელებზე ქართული მიწების მიყიდვა. ამას გარდა, პარტია დაიწყებს აქტიურ კამპანიას, რათა ხელისუფლება აიძულოს, ყურადღებით მოეკიდოს ამგვარი ტიპის პრობლემებს.

 „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, ნუ დახუჭავს თვალს ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემებზე და უპირველესად იხელმძღვანელოს სწორედ საქართველოს მოსახლების ინტერესებით. დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შესწავლილი, რა პირობებში ჩაუვარდა ხელში ჩინურ კომპანიას სადაო მიწები და დაისაჯონ ამ კორუფციულ სქემაში ჩაბმული მოხელეები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61