შუალედურ არჩევნებთან დაკაშირებით ცესკოში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 19:10

შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ამომრჩეველს საარჩევნო პროცედურებისა ცესკოს მიერ დადგენილი ნორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებს ბიულეტინები და ყველა საჭირო ინვენტარი უკვე გადაეცა.

ცესკოს სპიკერის განმარტებით, საარჩევნო უბნებზე საპილოტე პროგრამა 27 აპრილის არჩევნებზე პირველად ხორციელდება, რომლის მიხედვითაც არჩევნებში მხედველობაშეზღუდული ამომრჩეველი დამოუკიდებლად შეძლებენ ხმის მიცემას.

კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული რამდენიმე წესი განმარტა, რომლის მიხედვით კენჭისყრის შენობაში არჩევნების დღეს, ყოველგვარი აგიტაცია კანონით ისჯება და აღნიშნული ქმედება შესაძლოა 1000-ლარიანი ჯარიმის საფუძველი გახდეს.

იკრძალება ასევე არჩევნების დღეს სატელევიზიო ეთერში ფასიანი და უფასო რეკლაბის ჩვენებაც, ხოლო არჩევნებთან დაკავსირებით საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგების გამოქვეყნება იზღუდება კენჭისყრის დასრულებამდე.

კენჭისყრა ხვალ, 27 აპრილს 8:00 საათზე სამივე საარჩევნო ოლქში, ბაღდათში, სამტრედიასა და ნაძალადევში ერთდოულად გაიხსნება. 177 უბანში სულ 212,698 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

ყველაზე დიდი კონკურენცია კი ნაძალადევშია, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის მანდატს ერთმანეთს 10 კანდიდატი ეცილება. არჩევნებს 20 ქართული არასამთავრობო და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59