დედაქალაქში მდებარე რამდენიმე უსახელო ქუჩას ახალი სახელები დაერქვათ

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 19:13

დღეს  გამართულ  საკრებულოს  სხდომაზე  დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად დედაქალაქის რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელეს. საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის  შედეგად ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევს თევდორე მღვდლის სახელი მიენიჭა, ხოლო საბურთალოს რაიონში, ე.წ. ქოშიგორას დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩას უდაბნოს მონასტრის სახელი დაერქვა. ასევე ახალი სახელი დაერქვა ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, საფეხბურთო ბაზა “დინამო”-სთან მდებარე უსახელო ქუჩასაც და მას ნოდარ ახალკაცის სახელწოდება მიენიჭა. რაც შეეხება კრწანისის რაიონში, დიდი ხეივნის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩასა და მასთან მდებარე გასასვლელსა და ჩიხის, მათ ახალი ხეივნის, ხოლო გლდანის რაიონში, ზაქარია მაისურაძის ქუჩის გაგრძელების და მასთან მდებარე ორ უსახელო შესახვევს ზაქარია მაისურაძის სახელი დაერქვათ.

საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, ახალი სახელები მიენიჭათ გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩასა და ჩიხს, მათ შესაბამისად, მონასტრისა და ტაძრის სახელები ეწოდათ.

დღესვე სხდომაზე ახალი სახელი დაერქვა გლდანის რაიონში ე.წ. "მუხიანი–2“–ში მდებარე 76 უსახელო ქუჩასაც.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6