დედაქალაქის ბიუჯეტი 83 მილიონი ლარით გაიზარდა

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 19:09

თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის ბიუჯეტის 83 მილიონით გაზრდის შესახებ იმსჯელეს. ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული 83 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე გადანაწილდება,

 მათ შორის 10 მილიონი ლარი შიდა კვარტალური გზებისა და ეზოებში გზის საფარის მოწესრიგებისათვისაა გათვალისწინებული.

ასევე თანხები დაემატება ავარიული სახლების გამაგრების პროგრამას, ერთჯერად სოციალურ დახმარებებსა და ოპერაციებსაც, ხოლო 36 მილიონი ლარი დასუფთავების სამსახურის ბიუჯეტს მოხმარდება. 1 მილიონ 700 ათასი ლარი გამოიყო უფასო სასადილოებისთვის. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს კი 1 მილიონ 500 ათასი ლარი ავტოპარკის განახლებისთვის გადაეცემა.

დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებას საკრებულოს 43 წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი მხოლოდ ორმა დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ და გულიკო ზუმბაძემ შეიკავა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6