მდინარე ალაზანში გარდაცვლილი მესაზღვრის ცხედარს მიაგნეს

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 19:01

სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ დედოფლისწყაროში დაკარგული მესაზღვრის ცხედარს მიაგნეს. მაშველებმა გვამი 17:00 სათისთვის იპოვეს, - ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა "ქიზიყი" ავრცელებს. 

 ქიზიყი.ge-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს მე-7 სექტორის თანამშრომელი 30 წლის ალეკო მინდიაშვილი 23 აპრილს საღამოს გაუჩინარდა. უბედური შემთხვევა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოს მონაკვეთზე მოხდა.

საძიებო სამუშაოებში კახეთის და თბილისის სამაშველო სამსახურების გარდა აზერბაიჯანული მხარეც იყო ჩართული. ერთ ერთი ვერსიით, მესაზღვრე თევზაობის დროს წყალმა წაიღო. ძიების პროცესს უამინდობა ართულებდა.

შსს-სასაზღვრო პოლიციის მე-4 სამმართველოს მე-7 სექტორის ხელმძღვანელის არსენ გიგაურის განმარტებით, ალეკო მინდიაშვილი საგუშგოდან მარტო გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ალეკო მინდიაშვილი ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მკვიდრია, ის სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს მონაკვეთზე მუშაობდა. გარდაცვლილს მეუღლე და 5 წლის ქალიშვილი დარჩა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45