პრემიერ-მინისტრი მიშელ პლატინის შეხვდა

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 18:46

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი UEFA-ს პრეზიდენტს, მიშელ პლატინის შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე და სპორტის მინისტრი, ლევან ყიფიანი.

პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ფეხბურთის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მიშელ პლატინიმ ბიძინა ივანიშვილს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

პლატინი სპორტის სასახლეში UEFA-ს ფუტსალის ოთხთა ფინალის გახსნას დაესწრება, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება. ფუტსალის ოთხთა ფინალზე დასასწრებათ, UEFA-ს პრეზიდენტის გარდა, თბილისში 20-ზე მეტი უმაღლესი რანგის სტუმარი ჩამოვა, მათ შორის უეფა-ს ვიცე პრეზიდენტები და სხვადასხვა ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტები. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46