შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა მაისის ბოლოს დასრულდება

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 16:39

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე,  შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის გორის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე გუბერნატორმა მოკლედ მიმოიხილა სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და ყურადღება გაამახვილა დოკუმენტის მომზადებაში მუნიციპალიეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე და შესრულებული საქმიანობა, რომელიც ოთხი მიმართულებით არის წარმართული. (რეგიონული ეკონომიკა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებები, რეგიონული სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკა, სოციალური განვითარება და ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი რესურსების მართვა და გარემოს დაცვა). აღინიშნა, რომ სამუშაო ჯგუფებმა მოწვეული ექსპერტების ხელმძღვანელობით უკვე მოახდინეს არსებული პრობლემების გამოკვეთა და სიტუაციის ანალიზი, შემდგომ ეტაპზე კი მოხდება პრიორიტეტების დასახვა და ხედვის ჩამოყალიბება.

"აღნიშნული სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენს მნიშვნელოვან საქმიანობას მომავალში რეგიონის პრიორიტეტების და ძირითადი მიმართულებების ზუსტად განსასაზღვრად. ეს სტრატეგია საფუძველი გახდება იმისა, თუ რა მიმართულებით განვითარდება მომავალში შიდა ქართლის რეგიონი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა დაინტერესებული პირს მივცეთ საშუალება ჩაერთოს აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში,“ - განაცხადა ზურაბ ჩხეიძემ.

გიორგი წაქაძემ ხაზგასმით მიუთითა რეგიონული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ღონისძიებები სწორედ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით დაიგეგმება და განხორციელედება. შეხვედრის ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს სამუშაო ჯგუფებში ჩართულ წევრებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, დოკუმენტის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანისათვის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ “ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში” პროგრამას პროცესის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ექსპერტები ჯგუფებთან აქტიური მუშაობით მაისის თვის ბოლოს შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტს წარმოადგენენ, რომელსაც საბოლოოდ შიდა ქართლის რეგიონული განვითარების საბჭო დაამტკიცებს და სამინისტროს წარუდგენს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58