პრეზიდენტი 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც რიგითი მოქალაქე

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 16:16

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს როგორც რიგითი მოქალაქე.

როგორც მინისტრმა განაცხადა, წელს დამოუკიდებლობის დღე განსხვავებულად აღინიშნება და არა ისე, როგორც წინა წლებში ხდებოდა -   მთავრობა რაღაცას აკეთებს და მთელი დანარჩენი საქართველო უყურებს.

"პრეზიდენტი, როგორც საქართველოს მოქალაქე,  მე დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ამ ღონისძიებას, ეს არ იქნება ისეთი, როგორიც იყო აქამდე,  ეს იქნება საერთო ეროვნული ზეიმი. ამ საერთო ეროვნულ ზეიმზე მეც თქვენთან ერთად მივიღებ მონაწილეობას", -  განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46