წულუკიანი გამოძიების მიერ ახალაიასთვის თანამშრომლობის სანაცვლოდ გარანტიების მიცემას მიუღებლად მიიჩნევს

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 16:00

დათა ახალაიას თანამშრომლობა გამოძიებასთან ფასდაუდებელი იქნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა `პოლიტმეტრში` განაცხადა.

მინისტრის თქმით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი რამ იცის, თუმცა წულუკიანი გამოძიების მიერ ახალაიასთვის თანამშრომლობის სანაცვლოდ გარანტიების მიცემას მიუღებლად მიიჩნევს.

"გამოძიებასთან თანამშრომლობა ყველას ევალება და ეს არასდროს არ იქნება რაღაცის სანაცვლოდ. მისი მონაწილეობა და თანამშრომლობა გამოძიებასთან იქნება ფასდაუდებელი, უბრალოდ, ის აქამდე, სხვათა შორის, ძალიან ბევრ სხვა ადამიანთან ერთად ინარჩუნებს საოცარ პოზიციას, რომ ის არ ამბობს იმას, რაც იცის. თუკი მას არაფერი არ აქვს სასაყვედურო თავის თავთან, თუნდაც გირგვლიანის საქმეში, მე არ მესმის, რატომ არ ამბობს იმას, რაც იცის და მან ბევრი რამ იცის,`- განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61