ნაძალადევის რაიონში "წინააღმდეგობის მოძრაობის" კანდიდატი სოსო მანჯავიძე ლიდერობს

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 16:05

"პრაიმტაიმის" პრესკლუბში"  "ექსპრესნიუსის" მთავარმა რედაქტორმა ირაკლი მანაგაძემ, გაზეთ "ვერსიის" წარმომადგენელმა ნინო კომახიძემ და ვანო პავლიაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს წინასაარჩევნო გამოკითხვების შესახებ.

როგორც მათ  ჟურნალისტებს განუცხადეს, ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვებით, ნაძალადევის რაიონში შუალედურ არჩევნებში "წინააღმდეგობის მოძრაობის" კანდიდატი სოსო მანჯავიძე ლიდერობს.

მედიის წარმომადგენელთა მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ნაძალადევის რაიონის 2575  მკვიდრმა მიიღო მონაწილეობა.

"სხვადასხვა მედიის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია, რომ ხალხში შიში არ არის დამარცხებული. ამ გამოკითხვის მიზანი იყო ის, თუ რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში. არჩევნებში მონაწილეობაზე უარს 530 რესპონდენტი ამბობს, რაც გამოკითხულთა 21%-ს შეადგენს", - განაცხადა პავლიაშვილი.

გამოკითხვის მიხედვით კი შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: სოსო მანჯავიძე - 669, თამარ კორძაია - 582, კახა კუკავა - 372 ხმა, ზვიად ჩიტიშვილი - 158, მირზა დავითაია - 156, გიორგი გუგავა - 96, გია ნემსაძე - 5, ხვიჩა ასანიძე - 3,  გიორგი ლილუაშვილი - 3, ზაზა მეზვრიშვილი - 2.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45