ელისო ჩაფიძეს კობა დავითაშვილის პრეტენზიები სერგეენკოსთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიაჩნია

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 15:57

კობა დავითაშვილს აუცილებლად მოეთხოვება პასუხი ჯანდაცვის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, პარლამენტარმა, ელისო ჩაფიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭო დავითაშვილის განცხადებებზე იმსჯელებს, თუმცა დავითაშვილის კოალიციიდან წასვლა არ იგეგმება.

"ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არის ჩვენი ხელისუფლების ყველაზე მეტად წარმატებული მინისტრი, ის აკეთებს ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს. ამიტომაც ბატონი კობა დავითაშვილის პრეტენზიები მიმაჩნია უსაფუძვლოდ. მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სერგეენკოსთან დაკავშირებული პრეტენზიები გაეზიარებინა გუნდის შიგნით. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მოხდა ბატონი კობას სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება, რადგანაც კორუფციაზე ივანიშვილის მთავრობაში საუბარი უბრალოდ სასაცილოა", -  განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

კობა დავითაშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება ჯანდაცვის მინისტრის კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, რასაც პრემიერის მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6