კობა დავითაშვილის უმრავლესობაში დარჩენის საკითხს პრემიერთან განიხილავენ

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 15:32

კობა დავითაშვილის უმრავლესობაში დარჩენის საკითხი, სავარაუდოდ, დეპუტატის ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან დიმიტრის ხუნდაძესთნ შეხვედრის შემდეგ უნდა გადაწყდეს.

კობა დავითაშვილსა და დიმირი ხუნდაძეს შორის საუბარი უახლოეს დღეებში გაიმართება.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი განსახილველი თემა კობა დავითაშვილის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადება იქნება.

ხუნდაძემ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კობა დავითაშვილის მიერ სადაზღვეო კომპანიებთან და ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება საფუძველს მოკლებულია და მისი შინაარსი მისთვის და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებისთვის მიუღებელია.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კობა დავითშვილმა ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ჯანდაცვის რეფორმის ხელოვნურ გაჭიანურებაში დასდო ბრალი და საჯარო განმარტება მოითხოვა. კობა დავითაშვილი ამავდროულად ახალი მთავრობის მიერ შემუშავებული ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი ავტორიცაა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59