პრემიერისა და კუბლაშვილის შეხვედრის შემდეგ მოსამართლეებამდე არასწორი გზავნილი მივიდა

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 15:14

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მოსამართლეებამდე არასწორი გზავნილი მივიდა.

 ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.

"სამწუხაროა, რომ ის სიმბოლური და დიდი დატვირთვა, რაც პრემიერის და კონსტანტინე კუბლაშვილის შეხვედრას ჰქონდა, მოსამართლეების ყურამდე სწორად არ იქნა მიტანილი. ალბათ, ისევ და ისევ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძალისხმევით. მოსამართლეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პრემიერმა, ან მე, ან ჩვენი გუნდის წევრმა ვინმეს რაიმე ტიპის გარანტიები მისცა. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ვინმეს რაღაც ტიპის გარანტიებს აძლევს. მით უმეტეს მას, ვინც მართლმსაჯულება ასეთ დღეში ჩააგდო", -  განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53