პრემიერის განცხადებით, ბიზნესსექტორის საქმიანობაში ვერც ერთი სახელმწიფო მოხელე ვერ ჩაერევა

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 14:43

სასტუმრო თბილისი მერიოტში საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. პრემიერმა უკრაინელ ბიზნესმენებს ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პრემიერის განცხადებით, ბიზნესსექტორის საქმიანობაში ვერც ერთი სახელმწიფო მოხელე ვერ ჩაერევა. ბიზნესი იქნება დამოუკიდებელი და ყველა პირობა შეიქმნება ინვესტორებისთვის.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ბიზნესი სახელმწიფო ზეწოლისაგან გათავისუფლდა და საქართველოში დღევანდელი ბიზნეს გარემო ევროპულსა და ამერიკულს შეადარა.

"ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის კუთ­ხით სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა და ვერ­ც ერ­თი ჩი­ნოვ­ნი­კი ვერ გა­ბე­დავს ჩა­ე­რი­ოს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში. ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ხე­ლი შე­გიწ­ყონ ნე­ბის­მი­ერ ბიზ­ნეს­წარ­მო­ე­ბა­ში. ამ მხრივ, პი­რო­ბე­ბი იქ­ნე­ბა არა­ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე არის ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. ჩე­მი ინი­ცი­ა­ტი­ვით იქ­მნე­ბა სა­მი ფონ­დი, რო­მე­ლიც ჩად­გე­ბა ბიზ­ნე­სის სამ­სა­ხურ­ში და სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის ჩვენს ბა­ზარს. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დი, რო­მელ­საც ბა­ჩი­აშ­ვი­ლი კუ­რი­რებს", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59