პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 14:40
ბოსტონის ტერაქტში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევი საავადმყოფოდან მასაჩუსეტის ფორტ-დევენსის ციხეში გადაიყვანეს, - ინფორმაციას ფედერალური სამსახური ავრცელებს. ცარნაევს გამოძიებამ ბრალი უკვე წაუყენა მასობრივი
განადგურების იარაღის გამოყენებისა და სხვისი ქონების თვითნებური განადგურებისთვის.
ბოსტონში, მარათონზე 15 აპრილს მომხდარი ტერაქტის დროს 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 176 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი, 8 წლის ბავშვია. ტერაქტში ეჭვმიტანილი ჩეჩენი წარმოშობის ძმებისგან ერთ-ერთი, 26 წლის ტამერლან ცარნაევი მეორე დღესვე, დაკავებისას მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, 19 წლის ჯოხარ ცარნაევიც, დაკავებისას, ორმხრივი სროლებისას დაიჭრა.