ზვიად მეზვრიშვილმა შუალედურ არჩევნებში კანდიდატურა გიორგი გუგავას სასარგებლოდ მოხსნა

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 14:25

ნაძალადევის რაიონში, 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი გუგავას სასარგებლოდ, კანდიდატურა კიდევ ერთმა კანდიდატმა მოხსნა.

პარტია “სამართლიანი საქართველოსთვის” კანდიდატის, ხვიჩა ასანიძის შემდეგ, გუგავას სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზის’ კანდიდატმა, ზვიად მეზვრიშვილმა მოხსნა, რომელმაც საკუთარ მხარდამჭერებს 27 აპრილის არჩევნებში გიორგი გუგავას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში მხოლოდ გიორგი გუგავაში ვხედავთ იმ ძალას, ვინც თქვენს ტკივილებს პარლამენტში მიიტანს. ეს კაცი იმედებს არ გაგიცრუებთ”,  – განაცხადა მეზვრიშვილმა.

გიორგი გუგავას განცხადებით, ლეიბორისტების და “თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზის” თანამაშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რამდენადაც დღეს საქართველოში მწვავედ სწორედ სოციალურ-ეროვნული პრობლემა დგას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44